გამომგონებლები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს, თუმცა თავად სიღარიბეს ებრძოდნენ

კაცობრიობის ისტორიას უამრავი გამომგონებელი და გენია ჰყავს, რომლებიც, მიუხედავად მათი რევოლუციური იდეებისა, თავის სიცოცხლეში სიღარიბეს ებრძოდნენ. წარმოგიდგენთ 10 გამომგონებელს, რომლებმაც მსოფლიოს საოცარი გამოგონებები აჩუქეს:

ჯონ უოკერი - ასანთი

1826 წელს, ინგლისელმა ქიმიკოსმა ტოკტონ-ონ-ტეზიდან, ჯონ უოკერმა, გამოიგონა პირველი ასანთი, რომელიც ხახუნის ძალით აჩენს ცეცხლის ალს. გამოგონებიდან მომდევნო წელს დაიწყო მუყაოს ასანთის გაყიდვა, რომელიც შეფუთული იყო სპეციალური ბალიშებით. მისმა გამოგონებამ მყისიერად მოიპოვა პოპულარობა. თუმცა, უოკერმა უარი თქვა თავისი გამოგონების დაპატენტებაზე და მისი იდეა ყველამ დააკოპირა. ამის გამო, უოკერმა ძალიან ცოტა ფული გამოიმუშავა თავისი ინოვაციით.

ლასლო ბირო - ბურთულიანი კალამი

უნგრელ-არგენტინელმა ნოვატორმა ლასლო ბირომ მისივე გამოგონება - ბურთულიანი კალამი 1938 წელს დააპატენტა.მეორე მსოფლიო ომის დროს, მას ნაცისტების მიერ ოკუპირებული უნგრეთიდან არგენტინაში გაქცევა მოუწია, სადაც იდეა უფრო დახვეწა. თუმცა, ბირომ ჰონორარებზე მისი უფლებები დაკარგა და იძულებული გახდა, პატენტი მარსელ ბიჩისთვის მიეყიდა. Bich's Bic-ის კომპანიამ ბიზნესი გააფართოვა და ბურთულიანი კალმით მილიარდების გამომუშავება შეძლო.

ძმები მაკდონალდსები – McDonald's

1950-იან წლებში რიჩარდმა და მორის მაკდონალდებმა გამოიგონეს რეოლუციური რესტორანი, სადაც ბურგერები წუთებში მზადდებოდა. მალევე ისინი შეხვდნენ უიღბლო გამყიდველს, სახელად რეი კროკს, რომელმაც ძმები დაარწმუნა, გაეფართოვებინათ ქსელი. მალე McDonald's-ის ობიექტები მთელ შეერთებულ შტატებში გაჩნდა, მაგრამ თავი უამრავმა პრობლემამ იჩინა. ძმებმა ახალ გამოწვევებს ვერ გაუძლეს და საბოლოოდ ბიზნესი 2,7 მილიონ დოლარად გაყიდეს. მოხერხებულმა კროკმა რესტორნების ჯაჭვი მთელს მსოფლიოში გააფართოვა და მილიარდები გამოიმუშავა.

ნიკ ჰოლონიაკ უმცროსი – LED განათება

1962 წელს General Electric-ის მეცნიერმა ნიკ ჰოლონიაკ უმცროსმა შექმნა პირველი პრაქტიკული LED ნათურა. მაშინ მან იწინასწარმეტყველა, რომ ეს ინოვაცია ედისონის ინკანდესენტურ ნათურას ჩაანაცვლებდა.თუმცა, ჰოლონიაკმა მის გამოგონებით, თავის სიცოცხლეში ფულის გამომუშავება ვერ შეძლო.

რონ კლაინი - საკრედიტო ბარათის ზოლები

ეგრეთ წოდებულმა "შესაძლებლობების ბაბუამ", ამერიკელმა ინოვატორმა რონ კლაინმა უამრავი რამ გამოიგონა, თუმცა ცნობილი გახდა საკრედიტო ბარათის მაგნიტური ზოლებით, რომელიც მან 1960-იან წლებში შექმნა. კლაინის ფირმა Ultronic Systems Corp.-ს პატენტი გამოგონებისთვის 1969 წელს მიენიჭა, მაგრამ კონკურენტმა კომპანიებმა მალევე გაანადგურეს ტექნოლოგია.კლაინმა მისი ინოვაციური გამოგონებით, ფულის გამომუშავება ვერ შეძლო.

დუგლას ენგელბარტი - კომპიუტერის მაუსი

დუგლას ენგელბარტმა პირველი მაუსის - "პოზიციის ინდიკატორის ჩვენების სისტემისთვის" პატენტი 1967 წელს მოითხოვა. თუმცა, 1980-იანი წლების ბოლოს - იმ დროს, როდესაც ტექნოლოგიამ სერიოზული კომერციული სიცოცხლისუნარიანობა მოიპოვა, ენგელბარტის პატენტს ვადა გაუვიდა და მან ფულის გამომუშავება ვერ შეძლო.

Daisuke Inoue - კარაოკე ოსაკაში დაბადებულ ინოვატორს დიასუკე ინუეს “კარაოკეს“ შექმნის იდეა 1960-იანი წლების ბოლოს გაუჩნდა, როდესაც ბიზნესმენებისთვის სარეზერვო ფირებს ქმნიდა.პირველი იმპროვიზირებული კარაოკე 1971 წელს შექმნა. თუმცა, მას თავისი გამოგონება არ დაუპატენტებია და შედეგად, სავარაუდოდ რამდენიმე მილიარდი დოლარიც დაკარგა.

სერ ტიმ ბერნერს-ლი – მსოფლიო ქსელი (WWW)

მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოგონების შემქმნელს, მისი იდეისგან არაფერი მიუღია. სერ ტიმ ბერნერს-ლიმ 1989 წელს შვეიცარიის CERN-ში შეიმუშავა “გლობალურ ქსელზე ინფორმაციის გავრცელების პირველი სისტემა“ და მას მსოფლიო ქსელი უწოდა (World Wide Web).ბრიტანელმა კომპიუტერულმა მეცნიერმა არჩია, არ დაეპატენტებინა კონცეფცია და ამის ნაცვლად თავისი გამოგონება თავისუფლად ხელმისაწვდომი გახადა.

ალექსეი პაჯიტნოვი – კომპიუტერული თამაში

“ტეტრისი“პროგრამისტმა ალექსეი პაჯიტნოვმა უაღრესად წარმატებული კომპიუტერული თამაში “ტეტრისი“ 1994 წელს შექმნა. საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის თანამშრომელს, პაჯიტნოვს არ მიეცა უფლება, პირადად ესარგებლა თავისი გამოგონებით. კომუნისტური იდეოლოგიიდან გამომდინარე, უფლებები პოპულარულ თამაშზე საბჭოთა მთავრობამ შეინარჩუნა და მხოლოდ 1990-იან წლებში მიეცა პაჯიტნოვს უფლება მიეღო მცირე ჰონორარი.

წყარო: lovemoney.com

თეონა რამაზაშვილი