მოგზაურობა „ბორბლებზე“ - როგორ გამოიყურება მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილი-სახლები

მსოფლიოში ავტომობილი-სახლით მოგზაურობა საკმაოდ პოპულარული გახდა, რამდენადაც ის არის კომფორტული, კომპაქტური და ამასთანავე, ბიუჯეტურიც.

თუკი ასეთი მოსახერხებელი „თავშესაფარი“ გაქვთ, თქვენ აღარ დაგჭირდებათ სასტუმროებში ფულის გადახდა, რადგან საკუთარი სახლი ბორბლებზე, გაძლევთ საშუალებას თავისუფალი მოგზაურობით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილში დატკბეთ.

უამრავი წყვილი ასეთ მობილურ სახლებს საკუთარი ხელით აკეთებს. თუმცა, ულტრა მდიდრები ამჯობინებენ საკმაოდ დიდი თანხაც გადაიხადონ და სამაგიეროდ, კომფორტის სრული პაკეტით ისარგებლონ.

წარმოგიდგენთ ავტომობილ-სახლებს, რომლებიც მილიონობით დოლარი ღირს:

capturemmm-1731159072.png

Marathon Coach X3-45 – 2.8 მილიონი დოლარი

თავისი ინოვაციებით, ოსტატობითა და ეკლექტიკური დიზაინით ცნობილი Marathon Coach აწარმოებს სრულიად უნიკალურ საავტომობილო სახლებს და მათ შორის X3-45 #1365 მოდელი ყველაზე გამორჩეულია.ახლახანს მოდელი 2.8 მილიონ დოლარად გაიყიდა.ინტერიერს აქვს ტყავის ავეჯი, სპეციალური ძვირფასი იატაკი და ელეგანტური ხის კაბინეტი. ავტომობილში დამონტაჟებულია LED განათება, ჭკვიანი სახლის ტექნოლოგია და იატაკქვეშა გათბობა.

aaa-1731159184.png

RV-ში ასევე დაგხვდებათ ბუხარი, ოთხი კონდიციონერი და 360 გრადუსიანი კამერის სისტემა.საძინებელი აღჭურვილია რეგულირებადი საწოლით, უზარმაზარი ტელევიზორით და სხვა კომფორტით.

zzz-1731159252.png

The Furrion Elysium – 2.5 მილიონი დოლარი

კონცეპტუალური Furrion Elysium-ის დიზაინი ყველა კომფორტს იტევს. მისი ფასი 2.5 მილიონი დოლარია.ავტო სახლს მოყვება კერძო ვერტმფრენი სახურავზე და აბაზანა. 14 მეტრის სიგრძის მანქანა აღჭურვილია უახლესი ჭკვიანი სახლის ფუნქციებით.

captureooo-1731159313.png

გასაკვირი არ არის, რომ RV-ის ინტერიერი ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც ექსტერიერი. მისი სამზარეულოს 1.9 მეტრის სიგრძისაა. აქვს ტელევიზორები, უმაღლესი დონის ხმის სისტემა და სპეციალური განათება. სახურავზე მოხვედრა შესაძლებელია კიბით.

capture-1731159332.png

The Heat - 2.5 მილიონი დოლარი

ეს უნიკალური ავტოსახლი მსახიობ უილ სმიტისთვის Anderson Mobile Estates-მა შექმნა. მსახიობი სხვადასხვა ლოკაციებზე, სასტუმროში დარჩენას, მის ავტოსახლშ ყოფნას ამჯობინებდა. "The Heat" ვარსკვლავს 2.5 მილიონი დოლარი დაუჯდა. მასში ჩამონტაჟებულია 14 ტელევიზორი და 30-კაციანი კინოდარბაზი.კიდევ უფრო შთამბეჭდავია, რომ RV -ის სახურავი 1.6 მეტრით გრძელდება.

bbb-1731159357.png

ექსტერიერი აღჭურვილია 30 ათასი დოლარის ღირებულების ტყავის ავეჯით.ასევე არის გლუვი აბაზანა, რომელიც მოიცავს ორთქლის შხაპს და შუშას, რომელიც ღილაკის დაჭერის შემდეგ გაუმჭვირვალე ხდება.

iiii-1731159387.png

Volkner Mobil Performance S – 2.2 მილიონი დოლარი

გერმანული მწარმოებლის Volkner Mobil-ის ეს განსაცვიფრებელი საავტომობილო სახლი განსხვავებულია თავისი ჩაშენებული ჰიდრავლიკური ავტოფარეხით, სადაც სპორტქარის მოთავსება და გადატანაა შესაძლებელი. 12 მეტრის სიგრძის Performance S 2.2 მილიონი დოლარი ღირს.აღსანიშნავია, რომ მოდელის შეკვეთისას, ყველა დეტალი მომავალი მეპატრონის გემოვნების მიხედვით მზადდებაhhh-1731160442.png

აქ არის ძვირად ღირებული აბაზანა, შთამბეჭდავი სამზარეულო, უახლესი ტექნოლოგიის გაჯეტები, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, იაპონური კერძების დასამზადებელი მანქანა, და ა.შ. ავტოსახლს აქვს კლიმატის კონტროლის სისტემა, რაც მასში მთელი წლის განმავლობაში ცხოვრებას შესაძლებელს ხდის.

წყარო: loveproperty.com

თეონა რამაზაშვილი