მსოფლიოში ზოგიერთი საკვები და მათი მომზადების რეცეპტი კანონით და რეგულაციით არის დაცული, რათა მწარმოებლებმა დამზადების ორიგინალური მეთოდი არ შეცვალონ.
ეს თავის მხრივ, იმ ტრადიციებსაც იცავს, რაც კაცობრიობას საუკუნეებია მოსდევს და თანაც ბევრი ისეთი საკვების გემური თვისების შენარჩუნებაში გვეხმარება, რაც ზოგიერთ შემთხვევაში, ქვეყნების ერთ-ერთი მაიდენტიფიცირებელია. ზოგიერთი რეცეპტი, კულტურულ და არამატერიალურ ღირებულებას წარმოადგენს, რომელსაც დაცვა ნამდვილად სჭირდება.
წარმოგიდგენთ რეცეპტებს, რომელთა შეცვლა შეუძლებელია:
კალამას ზეთისხილი, საბერძნეთი
ეს “ხორციანი“ შავი ზეთისხილი მხოლოდ საბერძნეთის ქალაქ პელოპონესში, კალამატაში შეიძლება გაიზარდოს.
სხვაგან მოყვანილი მსგავსი ზეთისხილი ჩვეულებრივ იყიდება კალამონის ზეთისხილის სახით. თუმცა, 2018 წლის დასაწყისში ბერძენმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ “კალამატას ზეთისხილი“ საბერძნეთის მცენარეთა ჯიშების ეროვნულ სიას დაემატა, რაც იმას ნიშნავს, რომ Kalamata olives PDO (საბერძნეთში გაზრდილი კალამატას ზეთისხილი), მხოლოდ მათი წარმოებისაა და თუ სხვა მეწარმე გადაწყვეტს ზეთისხილის მოყვანას შეუძლია - Kalamata olives უწოდოს.
ბუფალოს მოცარელა, იტალია
ამ სიაში ერთ-ერთ ყველაზე საკამათო პროდუქტს, კამეჩის მოცარელას - mozzarella di bufala-ს, აქვს PDO დაცვა ევროპაში (ადგილწარმოშობის დაცული აღნიშვნა (PDO).
ავთენტური იტალიური კამეჩის მოცარელას დამზადება შესაძლებელია მხოლოდ იტალიის შერჩეულ ადგილებში, რეგიონებში და სხვა ქვეყნის მეწარმეები შეზღუდულები არიან ამ სახელის გამოყენებისგან.
თუმცა იგივე სახელის გამოყენება აშშ-შიც ნებადართულია.
შედედებული კრემი, დიდი ბრიტანეთი
კორნუოლი შედედებული კრემი დაცული ევროპული კანონმდებლობით 1998 წელს გახდა.
თუმცა, დიდი ბრიტანეთის კორნუოლსა და დევონს შორის დიდი ხანია მეტოქეობაა იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი ოლქია შედედებული კრემის სამშობლო.
მის დასამზადებლად საჭიროა რძე, რომლის ცხიმის შემცველობა მინიმუმ 55% -ია. აღსანიშნავია, რომ ასეთი რძის დიდი ნაწილი დღეს კორნუოლში იწარმოება და შედედებული კრემის სამშობლოსაც ამ რეგიონს მიიჩნევენ.
ლარდო, იტალია
ლარდოს - ღორის ზურგიდან მოჭრილ ცხიმის სქელ ფენას, რომელსაც მარილით, მწვანილითა და სხვა სანელებლებით ამზადებენ, საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. ყველაზე ცნობილ ლარდოს რომაული დროიდან ტოსკანაში ამზადებდნენ.
დღეს ლარდოს ადგილწარმოშობის დაცული აღნიშვნა - PDO აქვს მინიჭებული და მის სამშობლოდ ტოსკანა ითვლება.
ფრანგული ყველი
რამდენიმე ფრანგულ ყველს - Beaufort-ს, Brie-ს, Camembert-ს, Roquefort-ს, Reblochon-სა და Comté-ს მინიჭებული აქვთ PDO სტატუსი.
ისინი ასევე დაცულია ფრანგული AOC - appellation d'origine contrôlée - სისტემით, რომელიც გამოიყენება ხარისხისა და ავთენტურობის დასადასტურებლად.
წყარო: msn.com