მსოფლიოს ხუთი ქალაქი, რომელსაც მილიონერების „სახლს“ უწოდებენ

როდესაც საუბარია გამორჩეულ, მდიდარი ბიუჯეტის მქონე ქალაქებზე, სადაც მილიონერები ცხოვრობენ, ხშირად ბევრი ლას-ვეგასის ან მონაკოს წარმოიდგენს. თუმცა, ზოგიერთმა უმდიდრესმა მეტროპოლიამ შეიძლება უბრალოდ გაგაკვირვოთ.

Henley & Partners-მა და New World Wealth-მა შეადგინეს ხუთეული, სადაც პროცენტულად ყველაზე მეტი მილიონერი ცხოვრობს.

მელბურნი, ავსტრალია – მოსახლეობის 1,84% მილიონერია

მელბურნი ნამდვილად გამოირჩევა ამ რეიტინგში, სადაც მოსახლეობის 1,84%, ანუ 97 900 ადამიანი მილიონერია.

მელბურნმა ამ მაჩვენებლით სიდნეის გადაუსწრო. Henley & Partners-მა და New World Wealth-მა ქალაქი აღწერეს, როგორც "სწრაფად მზარდი მილიონერების ბაზა", რომელიც "სწრაფი ტემპით იძენს სიმდიდრეს".

ლონდონი, დიდი ბრიტანეთი – მოსახლეობის 2,34% მილიონერია

ლონდონი მრავალი წლის განმავლობაში იყო მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალაქი, თუმცა მილიონერი მოსახლეობის რაოდენობა ბოლო დროს შემცირდა. მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში, მათი რაოდენობა 272,400-დან 227,000-მდე დაეცა. ახლა სუპერ მდიდარია ქალაქის მოსახლეობის 2.34%.

2016 წელს Brexit-ის რეფერენდუმის შემდეგ, 400 000-ზე მეტმა სუპერმდიდარმა ადამიანმა დატოვა დიდი ბრიტანეთი და თან წაიღო დაახლოებით 1,2 ტრილიონი გირვანქა სტერლინგი.

ამსტერდამი, ნიდერლანდები – მოსახლეობის 3,82% მილიონერია

ამსტერდამში 45,200 მილიონერია, რაც მოსახლეობის 3,82%-ს შეადგენს. მათ შორისაა ცხრა მილიარდერი.

Quote 500-ის მიხედვით, სიის მიხედვით, რომელიც შედგენილია ჰოლანდიური ჟურნალის Quote-ის მიერ, ულტრამდიდართა რაოდენობა ნიდერლანდებში 2021 წლიდან იზრდება.

სან-ფრანცისკოს რეგიონი, აშშ – მოსახლეობის 4% მილიონერია

სან-ფრანცისკოს ყურის ზონაში 305 700 სუპერ მდიდარი ადამიანი ცხოვრობს, ეს მოსახლეობის 4%-ზე მეტია.

ყურის ზონა ამაყობს აშშ-ში არსებულ მილიარდერთა ყველაზე მეტი რაოდენობით. ბოლო სტატისტიკით რეგიონში 68 მილიარდერი ცხოვრობს.

ციურიხი, შვეიცარია – მოსახლეობის 14,7% მილიონერია

ციურიხი არის მსოფლიოს ერთ-ერთი საბანკო დედაქალაქი და საგადასახადო სამოთხეც.

გარდა იმისა, რომ ქალაქი მასპინძლობს მსოფლიოს უდიდეს ფინანსურ კომპანიებს, მათ შორის Credit Suisse-ს, Julius Baer-ს და UBS-ს, კანტონში არის სუპერმდიდარი მცხოვრებლების ყველაზე მაღალი პროცენტი მსოფლიოში: 88,500 მილიონერი და 10 მილიარდერი. ეს უდრის მოსახლეობის თითქმის 15%-ს.

წყარო: msn.com

თეონა რამაზაშვილი