გერმანიის შავი ტყის აღმოსავლეთ კიდეზე, შუა საუკუნეების ქალაქ როტვეილთან არის გასაოცარი ცათამბჯენი, სადაც არავინ ცხოვრობს.
TK Elevator Testturm 807 ფუტის სიმაღლისაა და ის ქვეყნის ყველაზე მაღალი შენობაა.
კოშკში არ არის განთავსებული ოფისები და სხვა სახის ზონები. მისი მთავარი დანიშნულება იმალება მის ბირთვში: 12 შახტი ლიფტის უახლესი მოდელების შესამოწმებლად გამოიყენება.
გერმანული მწარმოებელს TK Elevator-ს, რომელიც მსოფლიოს უმეტეს ცათამბჯენებს ლიფტებით ამარაგებს, ასეთი სატესტო კოშკები კიდევ რამდენიმე ადგილას აქვს.
ესენია: 420 ფუტის სიმაღლის Atlanta Braves- ატლანტაში
და ცათამბჯენი Zhongshan, ჩინეთში. აღსანიშნავია, რომ ჩინეთში მდებარე გიგანტური ნაგებობა, თითქმის სამჯერ აღემატება სიმაღლეში თავისუფლების ქანდაკებას.
ცათამბჯენი Zhongshan, ჩინეთში
“ლიფტების სატესტო კოშკები“ ცოტათი ჰგავს ფორმულა 1-ის გუნდის სატესტო ტრასას. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც არსებობს საცდელი კოშკები, არის ის, რომ უსაფრთხოების ფუნქციების შემოწმება მხოლოდ რეალურ გარემოშია შესაძლებელი", - აცხადებს ფინური ლიფტების მწარმოებელი, Kone-ს ტექნოლოგიების მთავარი ოფიცერი ტომიო პიჰკალა.
მსოფლიოს ასევე აქვს ლიფტის ტესტირების ყველაზე გრძელი ობიექტი, რომელიც მიწის ქვეშ მდებარეობს. ის არის ფინეთში, ტიტირიში, და სიღრმე თითქმის 1150 ფუტს აღწევს.
წყარო: cnn.com