„ხარჯები 14.1%-ით გაიზარდა“ - რაში ხარჯავენ ქართველები ფულს უცხოეთში მოგზაურობისას

საქართველოს მოქალაქეებმა მიმდინარე წლის მესამე კვარტალში უცხოეთში მოგზაურობისას 675.9 მილიონი ლარი დახარჯეს. საქსტატის მონაცემებით, საშუალოდ ერთი ვიზიტი 1 120 ლარი ჯდებოდა.

ამავე მონაცემების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ქართველები ყველაზე მეტს საყიდლებზე (228.1 მილიონი ლარი) და კვებასა და სასმელზე (197.5 მილიონი ლარი) ხარჯავდნენ.

გარდა ამისა, მესამე კვარტალში უცხოეთში მოგზაურობისას თანხები იხარჯებოდა შემდეგი მიზნობრიობისთვის:

  • განთავსება - 134.2 მილიონი ლარი;
  • ადგილობრივი ტრანსპორტი - 67.4 მილიონი ლარი;
  • გასართობი, გამაჯანსაღებელი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები - 26.2 მილიონი ლარი;
  • სხვა - 22.5 134.2 მილიონი ლარი.

აღსანიშნავია ისიც, რომ გასული წლის მესამე კვარტალთან შედარებით, საქართველოს მოქალაქეების მიერ საზღვარგარეთ გაწეული ხარჯები 14.1%-ით, ხოლო ერთი ვიზიტის ხარჯები 22.5%-ით გაიზარდა.

მერი ტაბატაძე