„50 მლნ დოლარის ინვესტიციაა საჭირო“ - რა ეტაპზეა საუდის არაბეთის ახალი ქალაქის NEOM-ის ქართული წყლით მომარაგების პროექტი

2024 წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა, საუდის არაბეთის ახალი ქალაქი NEOM-ი ქართული წყლით მომარაგებულიყო.

აღნიშნულის შესახებ ბიზნესპროექტს ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილის იწყებდა და თებერვალში აცხადებდა, რომ ინვესტორებთან მოლაპარაკება მიმდინარეობდა, ნატახტარში კი წყლის წარმოების დაწყება იყო დაგეგმილი.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ეტაპზეა ამჟამად პროექტი და აღნიშნულის შესახებ ლაშა პაპაშვილს დაუკავშირდა. როგორც ბიზნესმენი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, არაბულ მხარესთან შეთანხმება ჯერჯერობით არ მიღწეულა.

„სამწუხაროდ, ჯერ ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას, დიდი ინვესტიციაა საჭირო და არაბები ჯერჯერობით ვერ წყვეტენ.

გაგზავნილი გვაქვს ყველა ჩვენი პირობა, მათგან ველოდებით ახლა გადაწყვეტილებას. ყველა პირობა უკვე გაწერილია“, - აღნიშნავს ლაშა პაპაშვილი.

როგორც მანვე დასძინა საუბარია დაახლოებით 20-დან 50 მილიონ დოლარამდე ინვესტიციაზე.

„რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს უკვე მათზეა დამოკიდებული - ინვესტიცია 20-დან 50 მილიონ დოლარამდეა, დაახლოებით 50 მილიონი დოლარია საჭიროა ძალიან მაღალი კლასის ჩამომსხმელის ორგანიზებისთვის“, - დასძინა მან.

იხილეთ ასევე: ქალაქი Neom - საუდის არაბეთის ამბიციური პროექტი გამოწვევების წინაშეა

მერი ტაბატაძე