ეროვნული ბანკის მიერ 3 დეკემბერს დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8746 ლარი, ხოლო ევროს კურსი 3.0252 ლარია.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.
ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.8650 ლარის ფარგლებში შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი - 2.8460 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა 3.0130 ლარის ფარგლებში, გაყიდვა კი 2.9830 ლარად არის შესაძლებელი.
ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.8700 ლარის ფარგლებში, ხოლო გაყიდვას 2.8400 ლარის ფარგლებში შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს - 3.0100 ლარად; ხოლო გაყიდვა - 2.9900 ლარად შეუძლიათ.
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს - 2.8700 ლარად, გაყიდვა კი - 2.8340 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვა 3.0200 ლარად, გაყიდვა კი - 2.9850 ლარად არის შესაძლებელი.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.