2024 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობან 5.8 მილიარდ ლარს მიღწია, ხოლო ჯამურმა დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.3 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაცია საპენსიო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ოქტომბრის მდგომარეობით აკუმულირებული ამონაგებით, როგორც ნომინალურ ისე რეალურ რიცხვებში დინამიკური პორტფელი ლიდერობს.
„2023 წლის 6 აგვისტოდან 2024 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში დინამიკური პორტფელის რეალურმა ამონაგებმა 18.28% შეადგინა, იმავე პერიოდში დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების რეალური ამონაგები შესაბამისად 17.14% და 15.27% იყო.
აღნიშნულ პორტფელებს შორის მთავარი სხვაობა პორტფელებში გლობალური აქციების პროპორციაა. ოქტომბრის ბოლოს მდგომარეობით, დინამიკურ პორტფელში აქციების წილი 51%, დაბალანსებულში 31%, ხოლო კონსერვატიულში 17% იყო,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.