მაღალმთიანი დასახლებებისთვის ჯამურად, 20 მლნ ლარია გათვალისწინებული. ამ ის შესახებ მთავრობის „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ განკარგულებაშია საუბარი.
უფრო კონკრეტულად, დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს, სოფლის განვითარების სააგენტოსთვის არაუმეტეს 4 მლნ ლარის გამოყოფა, საიდანაც:
1 500 000 ლარი მიმართული იქნება „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, ქვეპროგრამის „მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამის“ განსახორციელებლად;
2 500 000 ლარი მიმართული იქნება „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ქვეპროგრამის –„მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის“ განსახორციელებლად;
ამასთან, განკარგულების მიხედვით, არაუმეტეს 16 000 000 ლარი უნდა მიიმართოს - „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების“ შესაბამისად.“