480%-ით გაზრდილი იმპორტი - ბულგარეთი საქართველოსთვის საწვავის მეორე მომწოდებელი გახდა

ბულგარეთიდან საწვავის იმპორტი 480%-ით გაიზარდა, შედეგად, ქვეყანამ მთავარ იმპორტიორებს შორის, მეხუთე ადგილიდან მეორეზე გადაინაცვლა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს საქართველომ ბულგარეთიდან 135 886 ტონა (119.945 მლნ აშშ დოლარის) ნავთობი და ნავთობპროდუქტები შეიძინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში - 23 409 ტონა (23.202 მლნ აშშ დოლარის).

ამავე მონაცემების მიხედვით, წელს საქართველომ ჯამში 1 173 150 ტონა (982.358 მლნ აშშ დოლარი) საწვავი შეიძინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში - 1 023 027 ტონა (816.279 მლნ აშშ დოლარი).

სტატისტიკის თანახმად, წელს საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი საწვავი შემოვიდა რუსეთიდან, რომელზეც მთლიანი იმპორტის 45% მოდის, შემდეგია ბულგარეთი 12% და რუმინეთ 11%-ით.

უფრო კონკრეტულად, გთავაზობთ (წელს 9 თვეში) ნავთობის და ნავთობპროდუქტების მთავარი იმპორტიორი ქვეყნების ხუთეულს:

  • რუსეთი - 527 987 ტონა (401.265 მლნ აშშ დოლარი)
  • ბულგარეთი - 135 886 ტონა (119.945 მლნ აშშ დოლარი)
  • რუმინეთი - 129 686 ტონა (108.805 მლნ აშშ დოლარი)
  • აზერბაიჯანი - 95 647 ტონა (75.456 მლნ აშშ დოლარი)
  • თურქეთი - 50 163 ტონა (53.046 მლნ აშშ დოლარი)
ნინი ქეთელაური