„სურვილი გვაქვს საქართველოს ბაზარზე მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ სუფთა, ამოუწურავი ენერგიის ათვისებასა და განვითარებაში“

ენერგოეფექტურობა დღევანდელ მსოფლიოში ერთ-ერთი აქტუალური საკითხი და გამოწვევაა. სწორედ გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების შესამცირებლად და მისი ეფექტური მოხმარების გასაზრდელად, ნინა გადელიამ 2023 წელს კომპანია „შაინ ენერჯი“ დაარსა.

„შაინ ენერჯი“ მზის ელექტროსადგურების საინჟინრო და სამშენებლო კომპანიაა, რომელიც საქართველოში მწვანე მიმართულების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

„კომპანიის დაფუძნების იდეა წარმოიშვა იქიდან, რომ სურვილი გვაქვს საქართველოს ბაზარზე მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ სუფთა, ამოუწურავი ენერგიის ათვისებასა და განვითარებაში. პირადი გამოცდილებით, განახლებადი ენერგიის სექტორის ბაზარზე მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოიკვეთა, განსაკუთრებით ეფექტურობის, საიმედოობისა და მომხმარებელთა მომსახურების ნაწილში. ჩვენ დავინახეთ შესაძლებლობა, ამ საკითხების გადასაჭრელად საკუთარი გამოცდილება გამოგვეყენებინა და მზის ენერგია უფრო ხელმისაწვდომი და მიმზიდველი გაგვეხადა როგორც ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, ისე დამოუკიდებელი ინდივიდებისთვის.“ - ამბობს ნინა გადელია, შაინ ენერჯის დამფუძნებელი.

საქართველოს განახლებადი ენერგიის ბაზარს დიდი პოტენციალი აქვს, რაც როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესებას წლიდან წლამდე ზრდის. ეს ყველაფერი კი კომპანიას ეხმარება კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და გაძლიერდეს.

„საქართველოში მუდმივად იზრდება ინვესტიციები განახლებადი ენერგიის პროექტებში. ბევრი კომპანია თუ კერძო პირი გვიკავშირდება და გამოხატავენ სურვილს, განახორციელონ მასშტაბური პროექტები და გახდნენ ენერგოდამოუკიდებლები. ბოლო თვეებში ჩვენი კომპანიის ზრდის ტენდენციამ მოლოდინს გადააჭარბა, რაც გვარწმუნებს იმაში, რომ სასარგებლო და მნიშვნელოვან საქმეს ვემსახურებით. წელს, ჯამურად, 6 მეგავატ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურების ექსპლოატაციაში გაშვებას ვგეგმავთ. ასევე, ვმუშაობთ 25 მეგვატამდე სიმძლავრის პროექტებზე, რომელთა განხორციელება 2025 წელს იგეგმება“, - აღნიშნავს ის

კომპანია რამდენიმე მიმართულებით სპეციალიზირდება და მოიცავს დაგეგმვის და განხოცრიელების თითოეულ ეტაპზე ჩართულობას.

„ყოველ ახალ პროექტზე მუშაობისას ლოკაციის დეტალურ შეფასებას ვახდენთ და ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას ვატარებთ. მაღალი ხარისხის მზის მოდულების, ინვერტორების, სამაგრი კონსტრუქციების, ბატარეებისა და სხვა აუცილებელი კომპონენტების მიღება და სანდო მწარმოებლებისგან იმპორტი - ხარისხიანი მზის ელექტროსადგურის, როგორც გენერაციის ობიექტის გარანტიაა. მომდევნო ეტაპი გამოცდილი ტექნიკოსების მიერ პროფესიონალური სამონტაჟო მომსახურების გაწევაა. შემდეგ კი ექსპლოატაცია და სისტემის მუშაობის უწყვეტი მონიტორინგი, რომელსაც თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით ვახორციელებთ. ის გვეხმარება მონაცემებისა და ინფორმაციების მოკლე დროში ანალიზში, რაც მაქსიმალური ეფექტურობის მიღების საშუალებას გვაძლევს. გარდა ამისა, მომხმარებლებს საკონსულტაციო მომსახურებასაც ვთავაზობთ. ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით, ენერგიის მიმდინარე მოხმარების შეფასებებს ვახდენთ და მზის ენერგიაზე გადასვლის რეკომენდაციებს ვთავაზობთ. დამატებით კი, ბიზნესებს თანადაფინანსების, გრანტების ან სუბსიდიების მოპოვებაში ვეხმარებით, რათა პროექტის განხორციელება მათთვის უფრო გამარტივდეს.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში განახლებადი ენერგიის ბაზარი ჯერ კიდევ ვითარდება, ცხადია, კომპანიას დაარსებიდან სხვადასხვა გამოწვევასთან უწევს გამკლავება.

„საქართველოში, სადაც ეს მიმართულება ჯერ კიდევ ვითარდება, ბაზარზე შესვლა გაურკვევლობებში ნავიგაციას გულისხმობს, მათ შორის მარეგულირებელ ცვლილებებს, ბაზრის მიღებას და დამატებით, ენერგიის დამკვიდრებულ წყაროებთან კონკურენციას. ასევე, განახლებადი ენერგიის სექტორი მუდმივად მზარდი და ცვალებადია ტექნოლოგიების კუთხით, რაც მოითხოვს უწყვეტ სწავლასა და თანმიმდევრობას. აღსანიშნავია ისიც, რომ მზის ენერგიის პროექტებში აუცილებელია სპეციალიზირებული ტექნიკური ცოდნა და უნარები. საჭირო ცოდნის მქონე გუნდის შექმნა და საინჟინრო მაღალი სტანდარტების დაცვა კი ჩვენი ბიზნესის რთული, მაგრამ არსებითი ასპექტია. გვიხარია, რომ დღეს ვაერთიანებთ იმ სპეციალისტებს, რომლებიც გვეამაყება და სწორედ ამ ადამიანების დამსახურებაა თითოეული პროექტის საბოლოო შედეგი - უმაღლესი ხარისხის გენერაციის ობიექტის წარმატებით ოპერირება. დღესდღეობით სხვადასხვა მიმართულებით, პატარ-პატარა ყოველდღიური გამოწვევები კვლავ გვაქვს, თუმცა ეს პროცესის ნაწილია და ამის გარეშე, ვფიქრობ, წარმოუდგენელია“ , - ამბობს ის

„შაინ ენერჯი“ აქტიურად თანამშრომლობს მწვანე მიმართულებით ერთ-ერთ წამყვან ფინანსურ ინსტიტუტთან, საქართველოს ბანკთან და ამჯერად, ის საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს სპეციალურ ფასდაკლებას სთავაზობს.

„მოგეხსენებათ, განვითარების პროცესში, დიდი როლის მატარებელია განახლებადი ენერგიის ინვესტიციებზე ხელმისაწვდომობა, სანდო ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობა, სხვადასხვა შეთევაზება და სუბსიდია, რომლებიც მნიშვნელოვნად უწყობენ ხელს პროექტების განხორციელებასა და კომპანიის გაძლიერებას. ძალიან გვიხარია, რომ საქართველოს ბანკთან პარტნიორობის შესაძლებლობა მოგვეცა. ბიზნესის მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა აღნიშნულ შეთავაზებას. ამ დრომდე რამდენიმე პროექტი დავადასტურეთ და მშენებლობის ეტაპზე გადავდივართ, ხოლო რამდენიმე პროექტირების ეტაპზეა. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიის განვითარებასთან ერთად, მნიშვნელოვნად შევამცირეთ პროექტების განხორციელების ვადა, რაც დამატებითი კომფორტია ჩვენი მომხმარებლებისთვის. ჩვენი მიზანია რაც შეიძლება ბევრი ობიექტი გადავიდეს მზის ენერგიაზე და გახდეს ენერგოდამოუკიდებელი. გვჯერა, რომ საქართველოში გვაქვს პოტენციალი, მზის ენერგია მაღალ დონეზე იქნას ათვისებული და შემდგომ ყოველდღიურობაში დანერგილი. შესაბამისად, გვაქვს ამბიცია და რაც მთავარია - რესურსი, ამ ცვლილებებში დიდი წვლილი შევიტანოთ“. - ამბობს ნინა.

„შაინ ენერჯის“ შეთავაზება საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს

კომპანია მზის ელექტროსადგურის მშენებლობით დაინტერესებულ საქართველოს ბანკის იურიდიულ პირს, სპეციალურ შეთავაზებით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს. ის უფასო პროექტირებასთან ერთად, მშენებლობის ნაწილში 5-18%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. შეთავაზება მოიცავს :

  • მზის ელექტროსადგურის პროექტირებას;
  • მზის ელექტროსადგურის მშენებლობას;
  • ცალკეული კომპონენტების შესყიდვას (მზის მოდული, ინვერტერი )
  • ტექნიკური დახმარებას;
  • ელექტროსადგურის მუდმივი მონიტორინგის;
  • აწარმოე საქართველოს / EBRD -ის კონტრიბუცია პროექტში.

(R)