„პლატსის“ მიხედვით, საქართველოს ბენზინი 5%-ით გაუძვირდა - რა ღირს საწვავი გასამართ სადგურებზე

„პლატსის“ მიხედვით, ერთ თვეში, საქართველოს ბენზინი 5%-ით, ხოლო დიზელი 2%-ით გაუძვირდა. უფრო კონკრეტულად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ოქტომბერში „პლატცის“ საშუალო არითმეტიკული ფასი ბენზინზე შეადგენდა 727.08 დოლარს (სექტემბერში 695.05 დოლარი იყო), ევრო-დიზელზე - 674.64 დოლარი (სექტემბერში 663.71 დოლარი იყო).

შესაბამისად, ბენზინის ღირებულება 32.03 დოლარით, ხოლო დიზელის 10.93 დოლარით არის გაზრდილი.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ მანამდე, „პლატსის“ მიხედვით, საწვავის ფასი ბოლო 4 თვის განმავლობაში (სექტემბრის ჩათვლით) შემცირების ტენდენციით ხასიათდებოდა.

იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ნავთობიმპორტიორები საწვავს სწორედ „პლატსის“ ფასების მიხედვით ყიდულობენ და ადგილობრივ ბაზარზე ბენზინისა და დიზელის ღირებულების ფორმირებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი აქვს, bpn.ge დაინტერესდა, რა ღირს დღეს საწვავი რიგ ბენზინგასამართ სადგურებზე.

Socar:

  • ნანო სუპერი - 3.50 ლარი
  • ნანო პრემიუმი - 3.11 ლარი
  • ნანო ევრო რეგულარი - 2.95 ლარი
  • ევრო 5 დიზელი - 3.07 ლარი
  • ნანო ევრო 5 დიზელი - 2.98 ლარი

Wissol:

  • ეკო სუპერი - 3.54 ლარი
  • ეკო პრემიუმი - 3.14 ლარი
  • ევრო რეგულარი - 2.97 ლარი
  • ევრო დიზელი - 3.07 ლარი
  • ეკო დიზელი - 3.12 ლარი
  • დიზელ ენერჯი - 2.99 ლარი

Gulf:

  • G-Force სუპერი - 3.55 ლარი
  • G-Force პრემიუმი - 3.15 ლარი
  • G-Force ევრო რეგულარი - 3.05 ლარი
  • ევრო რეგულარი - 2.95 ლარი
  • ევრო დიზელი - 3.13 ლარი

Rompetrol:

  • სუპერი - 3.58 ლარი
  • ევრო პრემიუმი - 3.19 ლარი
  • ევრო რეგულარი - 2.99 ლარი
  • Efix ევრო დიზელი -3.20 ლარი
  • ევრო დიზელი - 3.10 ლარი

Portal:

  • პრემიუმი - 2.79 ლარი
  • ევრო რეგულარი - 2.59 ლარი
  • ევრო დიზელი - 3.09 ლარი

ნინი ქეთელაური