ფორმულა-1-ის ძვირადღირებული ბილეთის ფასში ცნობილი შეფ-მზარეულის ლანჩი შედის

ლას-ვეგასში ფორმულა 1-ის რბოლისთვის სპეციალური ბილეთები იყიდება, რომლის ფასშიც ტრასაზე ცნობილ შეფ-მზარეულ გორდონ რამზის მიერ მომზადებული ლანჩი შედის. ასეთი ბილეთის ფასი 35 ათასი დოლარია.

ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

გორდონ ჯეიმს რამზი ბრიტანელი შეფ-მზარეული და პოპულარული ბრიტანული სატელევიზიო შოუების, The F Word-ის, Kitchen Nightmares-ისა და Hell's Kitchen-ის, ასევე, მათი ამერიკული ვერსიების წამყვანია. მან 2022 წელს 60 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რითაც Forbes-ის 100 უმდიდრესი “ვარსკვლავისა” სიაში 21-ე ადგილი დაიკავა. ის კულინარიულ ხელოვნებაში ცნობილ ადამიანებს შორის უმდიდრესი შეფ-მზარეულია.

Bloomberg-ის ცნობით, ფორმულა 1-ის რბოლისთვის ძვირადღირებული ბილეთები, რომელშიც სერვისის პაკეტები შედის, შესაკვეთად კვლავ ხელმისაწვდომია. ბილეთის ფასში სასტუმრო, ესკორტი, სხვა ვიზიტორებისთვის დახურულ ადგილებზე წვდომა და შეფ-მზარეულ გორდონ რამზის მიერ მომზადებული ლანჩი შედის.

ცნობისთვის: ფორმულა 1-ის გრანპრი ლას-ვეგასში, 23 ნოემბერს გაიმართება, სადაც რბოლა ზედიზედ მეორე წელია, იმართება. რბოლისთვის 6 კილომეტრზე მეტი სიგრძის ტრასა აშენდა, რომელიც ქალაქის ცენტრზე გადის.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ