სსიპ-ებში შტატიანი თანამშრომლების რაოდენობა შემცირდა, უშტატოების გაიზარდა. სახელმწიფო შპს-ებში კი ორივე სახის დასაქმებულთა რაოდენობა გაზრდილია.
უფრო კონკრეტულად, როგორც ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ჩანს, წელს 9 თვეში 47 747 შტატიანი თანამშრომელი მუშაობდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 48 509, რაც 1,6%-ანი კლებაა. რაც შეეხება უშტატოებს, წელს საანგარიშო პერიოდში დასაქმებული იყო 45 306 ადამიანი, 2023 წლის 9 თვეში - 44 501. აქ ზრდამ 2 % შეადგინა.
რაც შეეხება შრომის ანაზღაურებას, წელს საანგარიშო პერიოდში ჯამში 463.825 მლნ ლარი გაიცა, რაც 10.6%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. 2023-წელს, 9 თვეში, შტატიან და უშტატო თანამშრომლებზე 421.007 მლნ ლარის ხელფასია გაცემული.
ამავე მონაცემების მიხედვით, სახელმწიფო შპს-ებში გაზრდილია როგორც შტატიანი , ისე უშტატო თანამშრომელთა რაოდენობა. უფრო კონკრეტულად, წელს 9 თვის მდგომარეობით, შპს-ებში დასაქმებული იყო 13 968 ადამიანი, წინა წლის იგივე პერიოდში 10 703. ზრდა 31%.
ხოლო შტატგარეშე თანამშრომელთა რიცხოვნობა, საანგარიშო პერიოდში 687-დან 1 154 -მდე, 68%-ით არის გაზრდილი.
ამავე მონაცემების მიხედვით. წელს შპს-ებში თანამშრომელთა ხელფასებზე 164.370 მლნ ლარი გაიცა, წინა წლის იგივე პერიოდში 119.491მლნ ლარი. აქაც ზრდამ 37,5% შეადგინა.