2024 წლის ოქტომბერში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 390 მლნ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის ბაზრის ყოველკვირეულ მიმოხილვაშია ნათქვამი.
ამავე ცნობით, იანვარ-ოქტომბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 3.9 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა. მთლიანი წლის შემოსავალი კი 4.4 მლრდ დოლარს მიაღწევს.
„ჩვენი შეფასებით, 2024 წლის ოქტომბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 6.7%-ით გაიზარდა და 390 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ჯამურად, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 3.9 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა ჩვენი შეფასებით, რაც წლიურად 6.5%-იანი ზრდაა.
2024 წელს ტურიზმის შესავლები ჩვენი პროგნოზით 4.4 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს (4.1 მლრდ აშშ დოლარი იყო 2023 წელს)“,- აღნიშნულია ყოველკვირეულ მიმოხილვაში.