OPEC-ის ქვეყნები, სადაც ოქტომბერში ნავთობის მოპოვება ყველაზე მეტად გაიზარდა და შემცირდა

OPEC-ის ნავთობის ბაზრის ყოველთვიური ანგარიშის მიხედვით, ქვეყანა, სადაც ნედლი ნავთობის მოპოვება ყველაზე მეტად გაიზარდა ოქტომბერში, იყო ლიბია, ხოლო ქვეყანა, სადაც ის ყველაზე მეტად შემცირდა, იყო ირანი.

ლიბიაში წარმოება გაიზარდა 556 ათასი ბარელით დღეში და 1 მილიონ 96 ათას ბარელს მიაღწია. ირანში 68 ათასი ბარელით შემცირდა 3 მილიონ 259 ათას ბარელამდე.

ამავე პერიოდში ჯგუფის ნავთობის უმსხვილეს მწარმოებელ საუდის არაბეთში წარმოება დღეში 4 ათასი ბარელით გაიზარდა და 8 მილიონ 968 ათას ბარელს მიაღწია. OPEC-ის ნედლი ნავთობის მოპოვება ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, დღეში 466 ათასი ბარელით გაიზარდა და 26 მილიონ 530 ათას ბარელს მიაღწია.

ამ პერიოდის განმავლობაში, ნავთობის საბურღი დანადგარების გლობალური რაოდენობა გაიზარდა 4-ით 1825-მდე. OPEC-ის ქვეყნებში საბურღი დანადგარების რაოდენობა 5-ით შემცირდა, 436-მდე.

OPEC-მა შეცვალა თავისი პროგნოზი ნავთობზე გლობალური მოთხოვნის შესახებ მიმდინარე წლისთვის, წინა პროგნოზთან შედარებით 107 ათასი ბარელით დღეში. შესაბამისად, ნავთობზე გლობალური მოთხოვნა მიმდინარე წელს, გასულ წელთან შედარებით, 1 მილიონ 800 ათასი ბარელით გაიზრდება და 104 მილიონ ბარელს მიაღწევს.

ნათია ზარიძე