Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.7431 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.7431 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 2.7396 კურსით დაიწყო.

ეროვნული ბანკის მიერ 12 ნოემბრის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.7329 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9018 ლარია.