თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ასევე ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების ან რეალიზაციის წესების ამოქმედება ისევ გადავადდა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
არსებული დადგენილებით, რეგულაცია 2025 წლის 1-ლი იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა, თბილისის მერის თქმით, იმის გამო რომ ბიზნეს სექტორი ჯერ კიდევ არ არის მზად, ცვლილებები კიდევ ერთი წლით გადავადდება.
„2020 წლის 28 თებერვალს თბილისის საკრებულომ, დედაქალაქის მერიის ინიციატივით, დაამტკიცა ახალი დადგენილება, მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონების, ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათ ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი და ამტვერებადი მასალების განთავსებისა და რეალიზაციის წესი, რომლის შესაბამისადაც გაიწერა რეგლამენტი. კერძოდ, ის არეალები, სადაც მსგავსი ტიპის საქმიანობა, პროდუქციის განთავსება და რეალიზაცია საერთოდ დაუშვებელია. ასევე, განისაზღვრა ის ტექნიკური რეგლამენტი, სადაც ეს საქმიანობა იქნება დასაშვები, თუ როგორ უნდა მოხდეს და რა ზომები უნდა გატარდეს, რომ დაცული იყოს მიმდებარე ტერიტორიაზე დასახლებული მოქალაქეების უსაფრთხოება და უზრუნველყოფილი იყოს მათი ჯანსაღი ცხოვრება.
მოგეხსენებათ, 2020 წელს დაიწყო პანდემია და რამდენიმე წლით მოგვიწია ამ წესის ამოქმედების გადავადება. დღეს მოქმედი რედაქციით ამ წესს, პირველი იანვრიდან უწევს ამოქმედება, რისთვისაც ჩვენი ეკონომიკური სექტორი მზად არ არის. თუმცა, მას განუსაზღვრელი დროით ვერ გადავდებთ, იმიტომ, რომ ძალიან დიდი პრობლემებია ამ თვალსაზრისით. მინდა, დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს, მუნიციპალურ ინსპექციას, ასევე, გამგეობებს, გამგებლებს, თანამშრომლებს, რომ ჩაერთოთ ამ საკითხის გადაწყვეტაში, განსაზღვრეთ ამ წესის ამოქმედების რეალური თარიღი. თუმცა, მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს უნდა იყოს 2026 წლის 1 -ლი იანვარი. ანუ, მომდევნო ერთი წელი ადამიანებს ექნებათ საშუალება, ინფორმაციულად მიიღონ ყველა სიახლე და გადაწყვეტილება, რა არის საჭირო, რა წესები მოქმედებს, როგორი სივრცეებია საჭირო, როგორ უნდა მოხდეს ამ ყველაფრის განთავსება, სად არის დასაშვები. სადაც პრობლემას წარმადგენს, იქ, უნდა შიეზღუდოს.
გარდა ამისა, მუნიციპალურმა ინსპექციამ უნდა აღწეროს ის ობიექტები და თითოეული მეწარმე-სუბიექტი, რომელიც დაკავებულია ზემოთ ჩამოთვლილი საქმიანობით, რათა ჩავატაროთ ეს საინფორმაციო კამპანია და ამ ადამიანებს შევატყობინოთ, ვის რა ღონისძიების გატარება უწევს. ამისთვის უნდა უნდა განვსაზღვროთ გარკვეული ვადა და ვფიქრობ, მომდევნო 1 წელი საკმარისია. თუკი ჩვენგან დამატებით რაიმე ჩართულობა იქნება საჭირო, მზად ვართ, ყველა მეწარმეს, ყველა ამ ადამიანს გვერდით დავუდგეთ და გავაკეთოთ ისე, როგორც სწორია, დავიცვათ უსაფრთხოება. იმიტომ, რომ არის შემთხვევები, მეორადი საბურავები განთავსებულია საცხოვრებელი კორპუსების სარდაფებში, რაც უდიდეს პრობლემას წარმოადგენს, ყველანაირი თვალსაზრისით“,- განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ 2020 წელს მიღებული დადგენილებით, ზემოთ ჩამოთვლილი მეორეული მასალების განთავსება ან/და რეალიზაცია დაუშვებელია შემდეგ ფუნქციურ ზონებში:
გარდა ამისა, აღნიშნული მასალების განთავსება თუ რეალიზაცია დაუშვებელი „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ კანონის მიხედვით შემდეგ ტერიტორიებზე:
ცნობისთვის, მეორეული საბურავები ჯერ 2020 წლის 1-ლი მაისიდან უნდა აკრძალულიყო, შემდეგ ვადამ 2022 წლამდე გადაიწია, შემდეგ შეზღუდვის ამოქმედება კიდევ ერთხელ 2024 წლის 1-ელ იანვრამდე, ახლა კი, 2025 წლის ბოლომდე გადავადდა.