„თითოეულ წყვეტას თავისი მიზეზი აქვს,“ - როგორც რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო გულეიშვილმა განაცხადა, ეს საკითხი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით პრობლემატური გახდა.
„დენის, გაზის, წყლის წყვეტა, რომელიც ბოლო პერიოდში დედაქალაქის მასშტაბით მოხშირდა, როგორც წესი არის ორგვარი: ავარიული და სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, მაგრამ მომხმარებელს ეს არ აინტერესებს.
ჩვენ ვერ ავცდებით ამ პროცესებს, ამიტომ ჩვენი სამსახური კომისიასთან ერთად მუშაობს იმაზე, რომ მოხდეს ნელ-ნელა ამ პრობლემების საფუძვლიანი მოგვარება.
თითოეულ წყვეტას თავისი მიზეზი აქვს. მთავარია, მოხდეს მომხმარებლის წინასწარი ინფორმირებულობა. ეს თემები რეგულირდება და იმედი მაქვს, მალე ნაკლებად პრობლემატური იქნება,“ - განაცხადა ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა.