ძლიერი სასმელების გლობალური გაყიდვები ღვინისა და ლუდის გაყიდვებს გადააჭარბებს - GlobalData-ს პროგნოზი

ძლიერი ალკოჰოლური სასმელების გაყიდვები 2028 წლამდე ფულადი და მოცულობითი თვალსარისით ლუდისა და ღვინის გაყიდვებს გადააჭარბებს. ამის შესახებ კვლევითი კომპანია GlobalData-ს პროგნოზში „ახალი თაობის სასმელები“ ​​წერია, რომელიც კომპანიის ვებ-გვერდზე ვრცელდება.

კერძოდ, 2028 წლამდე ძლიერი ალკოჰოლის ბაზრის ზრდის საშუალო ტემპი მოცულობითი თვალსაზრისით - 3,6%-ით, ხოლო ფულადი თვალსაზრისით - 9,4%-ით არის პროგნოზირებული.

შედარებისთვის: ლუდის, სიდრისა და ღვინის მოცულობების გაყიდვები, საშუალოდ - 1,5%-ით გაიზრდება. ფულადი თვალსაზრისით კი, ლუდისა და სიდრის გაყიდვები - 5,5%-ით, ხოლო ღვინის - 6,1%-ით მოიმატებს.

რაც შეეხება უალკოჰოლო სასმელებს, მათი გაყიდვები მოცულობით - 2,9%-ით, ღირებულებით კი 5,8%-ით გაიზრდება.

ალკოჰოლის სპეციფიკური ქვეკატეგორიების მიხედვით, 2028 წლამდე მოცულობის თვალსაზრისით გაყიდვების ზრდის ყველაზე მაღალი ტემპით გამოირჩევა:

  • არომატიზებული ალკოჰოლური სასმელები - 6.7%-იანი ზრდა;
  • უალკოჰოლო სასმელები - 6,4%;
  • ვისკი - 4,9%;
  • ტეკილა და მესკალი - 4,5%;
  • კონიაკი - 4,3%;
  • რომი - 3,7%.

ამასთან, პროგნოზის თანახმად, შოტლანდიური ვისკის ნატურალური გაყიდვები 5,2%-ით გაიზრდება.

ცნობისთვის, აშშ-ის სპირტიანი სასმელების საბჭოს ბოლო პროგნოზით, 2030 წლისთვის არყის გლობალური ბაზარი 40.250 მლრდ დოლარამდე გაიზრდება, მაშინ, როცა ამ ბაზრის ამჟამინდელი ღირებულება 25.950 მლრდ დოლარია. ამდენად, საშუალოწლიური ზრდის ტემპი 5,6%-ს შეადგენს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ