Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.7335 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.7335 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 2.7296 კურსით დაიწყო.

ეროვნული ბანკის მიერ 13 ნოემბრის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.7374 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9058 ლარია.