წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის მე-3 კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 1.3 პროცენტით შემცირდა და 848 ათასი სული შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 401.8 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი მაჩვენებელს 5.2 პროცენტით ჩამორჩება. ღორის რაოდენობა 213.6 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 12.6 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.7 პროცენტით შემცირდა და 9.4 მილიონ ფრთა შეადგინა.
ამასთან, „საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის კვარტალში რძის წარმოებამ 171.8 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 0.2 პროცენტით ნაკლებია. ხორცის წარმოებამ 19.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 6 პროცენტით მეტია. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 153.1 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 0.4 პროცენტით ნაკლებია.