ბორჯომში, რამდენიმე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის რეაბილიტაცია დასრულდა

ბორჯომში, მესხეთის N29-ში, რუსთაველის N7-ში, ვაშლოვანის N 52-ში და აღმაშენებლის N 22-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის რეაბილიტაცია დასრულდა. ხოლო დაბა ბაკურიანში გოდერძი ჩოხელის N86-ში სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

„პროექტის მიხედვით, ძველი სახურავის დემონტაჟი მოხდა, დაზიანებული ხის კონსტრუქციები ახლით შეიცვალა და ახალი სახურავი მოეწყო. ვაშლოვანის N 52-ში სახურავის რეაბილიტაციასთან ერთად კორპუსს გამაგრების სამუშაოები ჩაუტარდა, ხოლო რუსთაველის N7-ში ფასადის რეაბილიტაციაც განხორციელდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.