ბაკურიანში წელს 16.6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა - „ნახევარზე მეტი ბიუჯეტური იყო“

2024 წლის მე-3 კვარტალში ბაკურიანში 352 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 51.1%-იანი ზრდაა. აღნიშნულია „გალთ ენდ თაგარტის“ ბაზრის მიმოხილვაში.

უძრავი ქონების ბაზრის კვლევის თანახმად, ზრდა ძირითადად განპირობებული იყო დაგვიანებული რეგისტრაციებით.

„ბაკურიანისთვის დამახასიათებელი ტენდენციის შესაბამისად, მცირე ზომის ბინებმა (26-50 მ2 ) მთლიანი გაყიდვების 78.6% შეადგინა.

ამასთან, გაყიდული ბინების 53.4% ბიუჯეტური ფასის სეგმენტიდან იყო (< $1,000). ბაკურიანში ამჟამად პირველად ბაზარზე 16 საცხოვრებელი პროექტის გაყიდვები მიმდინარეობს.

2024 წლის მე-3 კვარტალში ბაკურიანში ბინების საშუალო შეწონილი ფასი წლიურად 5.4%-ით გაიზარდა და კვადრატულ მეტრზე 1 035 აშშ დოლარს გაუტოლდა. ბაკურიანში გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 16.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 62.7%- იანი ზრდაა“, - აღნიშნულია „გალთ ენდ თაგარტის“ ბაზრის მიმოხილვაში.

მერი ტაბატაძე