Amazon-მა თავის აპლიკაციაში ახალი განყოფილება - Amazon Haul ჩაუშვა, რომელიც 20 დოლარის ან ნაკლები ფასის მქონე პროდუქტებზე არის ორიენტირებული.
როგორც The Wall Street Journal (WSJ) წერს, ამით ელექტრონული კომერციის ლიდერი ცდილობს, იაფ ჩინურ პლატფორმებთან, Temu-სა და Shein-თან კონკურენციას გაუმკლავდეს.
Amazon Haul აშშ-ში ზოგიერთი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი 14 ნოემბრიდან გახდა.
ახალი განყოფილების ყველა პროდუქტის ფასი 20 დოლარამდეა, ხოლო მათი უმეტესობა 10 დოლარამდე ღირს. ამასთან, 3 დოლარზე მეტი შეკვეთის უკან დაბრუნება მიწოდებიდან 15 დღის განმავლობაში უფასოდ არის შესაძლებელი, რაც Amazon Prime-ის დაბრუნების პოლიტიკისგან ოდნავ განსხვავდება.
Haul-ით შეკვეთილი საქონლის მიწოდებას ერთიდან ორ კვირამდე სჭირდება.
WSJ-ის შეფასებით, Amazon-ის გადაწყვეტილება, რომ მომხმარებლებს პროდუქტები უფრო დაბალ ფასებში და ნელი მიწოდებით შესთავაზოს, პირდაპირი პასუხია მზარდ ჩინურ მარკეტპლეის Temu-ს კონკურენციაზე.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ