საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის III კვარტალში საქართველოში 116 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა.
სასაკლაოების განაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია:
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2024 წლის III კვარტალში სასაკლაოებში დაიკლა144.2 ათასი სული პირუტყვი, საიდანაც 28.1% – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 55.6% – ღორი, ხოლო 15.4% ცხვარი და თხა იყო. დანარჩენი პირუტყვის წილი (არ მოიცავს ფრინველს) 0.8%-ს შეადგენს.
გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 3 009.8 ათასი ერთეულით განისაზღვრა.
სასაკლაოების მიერ 2024 წლის III კვარტალში 16.8 ათასი ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 31.1%- მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 32.4% – ფრინველის ხორცზე, 34.3% –ღორის ხორცზე, 2.2% – ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია.
საანგარიშო პერიოდში მომსახურება გაეწია 8.4 ათას პირს, საიდანაც 57% შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი, სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ კი 1 030 კაცი შეადგინა.