საქართველოდან ნიდერლანდებში 24.3 მლნ დოლარის საწვავი გავიდა - როგორია ქვეყნების ტოპ-ათეული

წელს, იანვარ-სექტემბერში საქართველოდან ნიდერლანდებში 24.3 მლნ აშშ დოლარის საწვავი გავიდა ექსპორტზე. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებშია აღნიშნული. საუბარია, როგორც ადგილობრივი ექსპორტის, ისე რეექსპორტის მაჩვენებლებზე.

ჯამში, საქართველოდან წელს, 9 თვეში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ნავთობპროდუქტების ექსპორტი 125%-ით არის გაზრდილი.

უფრო კონკრეტულად, 2024 წლის 9 თვეში საქართველოდან 105 262 ტონა (68.476 მლნ აშშ დოლარის) საწვავი გავიდა, წინა წლის იგივე პერიოდში - 46 757 ტონა (42.527 მლნ აშშ დოლარის).

ამავე მონაცემების მიხედვით, წელს იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, საექსპორტო ბაზრებს შორის ლიდერია ნიდერლანდები, შემდეგ პოზიციებს იკავებენ საბერძნეთი და სომხეთი.

გთავაზობთ იმ ქვეყნების ათეულს, სადაც წელს საქართველოდან ნავთობპროდუქტების ექსპორტი განხორციელდა:

  • ნიდერლანდები - 49 661 ტონა (24.301 მლნ აშშ დოლარი);
  • საბერძნეთი - 13 571 ტონა (4.744 მლნ აშშ დოლარი);
  • სომხეთი - 12 080 ტონა (13.482 მლნ აშშ დოლარი);
  • აზერბაიჯანი - 10 747 ტონა (12.093 მლნ აშშ დოლარი);
  • შვეიცარია - 10 741 ტონა (5.483 მლნ აშშ დოლარი);
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 3 035 ტონა (1.659 მლნ აშშ დოლარი);
  • თურქეთი - 2 998 ტონა (1.526 მლნ აშშ დოლარი);
  • უკრაინა - 1 330 ტონა (2.293 მლნ აშშ დოლარი);
  • უზბეკეთი - 318 ტონა (645.2 მლნ აშშ დოლარი);
  • ბულგარეთი - 235 ტონა (283.8 მლნ აშშ დოლარი).
ნინი ქეთელაური