უძველესი ქვის ფირფიტა, რომელზეც ბიბლიის ათი მცნებაა გამოსახული, აუქციონზე გაიყიდება

ქვა, რომელიც დაახლოებით 1500 წლით თარიღდება და რომელზეც 10 მცნებაა ამოტვიფრული, აუქციონზე მომავალ თვეს გავა.

115 ფუნტი წონის და 2 ფუტი სიმაღლის ქვა 1913 წელს დღევანდელი ისრაელის სამხრეთ ნაწილში მაშინ აღმოაჩინეს, როდესაც ახალი სარკინიგზო ხაზის გათხრები მიმდინარეობდა. ადრეული სინაგოგების, მეჩეთებისა და ეკლესიების რეგიონთან ახლოს დამალულ არტეფაქტზე პალეო-ებრაული დამწერლობით შესრულებული 10 მცნებაა ამოტვიფრული. მიუხედავად ამისა, აღმოჩენის მნიშვნელობა ბოლომდე არ იყო შეფასებული და აქამდე ქვის ფირფიტა სახლის მოსაპირკეთებლად გამოიყენებოდა. თუმცა, ფილის ისტორიული მნიშვნელობის დადასტურებისთანავე, ის ფასადს მოხსნეს და საგანგებოდ ინახებოდა. როგორც CNN წერს, Sotheby's -ის აუქციონი ბიბლიურ ფირფიტას შემდეგ თვეში აუქციონზე გაიტანს. აუქციონი 18 დეკემბერს გაიმართება, თუმცა მისი ხილვა ნიუ-იორკის შოურუმში 5 დეკემბრიდან იქნება შესაძლებელი.

წყარო: cnn.com

თეონა რამაზაშვილი