ტაილანდი აზარტული თამაშების ლეგალიზაციას გეგმავს მეტი ტურისტის მისაზიდად

ტაილანდი აპირებს მომავალ წელს კაზინოების დაკანონებას უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და მეტი გადასახადების დაგროვების, ასევე ტურისტების დამატებითი ნაკადების მოსაზიდად. ამის შესახებ Bloomberg წერს.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის სპიკერის პრომინ ლერცურიდეის თქმით, მთავრობა მუშაობს იმისთვის, რომ ეგრეთ წოდებული „გასართობი კომპლექსის“ კანონპროექტი პარლამენტის ორივე პალატამ 2025 წელს მიიღოს, რაც კაზინოებს უფრო დიდ შენობებში განთავსების საშუალებას მისცემს.

მან ასევე აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც პარლამენტი დაამტკიცებს კანონპროექტს, საჭიროა რამდენიმე ადმინისტრაციული ნაბიჯის გადადგმა, სანამ კაზინოები დაიწყებენ მუშაობას.

Citigroup Inc-ის თანახმად, ტაილანდი შეიძლება გახდეს გლობალური სათამაშო ინდუსტრიის მთავარი მოთამაშე. მოსალოდნელია, რომ აზარტული თამაშებიდან ვეყნის მთლიანმა შემოსავალმა შემდგომში შეიძლება მიაღწიოს $9.1 მილიარდს, რაც მას გლობალურ ბაზარზე მესამე უმსხვილეს მოთამაშეს გახდის.

ნათია ზარიძე