ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ომი მომავალ წელს დიპლომატიური საშუალებებით დასრულდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენი მხრიდან ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ომი მომავალ წელს დიპლომატიური საშუალებებით დასრულდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ახლა უკრაინაში სარაკეტო პროგრამა მოქმედებს, რომლის ფარგლებშიც ოთხი ტიპის რაკეტის გამოცდა მიმდინარეობს.