ისტორიამ გვასწავლა, რომ გადასახადი შეიძლება ყველაფერზე დაწესდეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყოველთვის არ შეიძლება იყოს სახელმწიფოსთვის მოგების მომტანი.
მაგალითდ, ბენჯამინ ფრანკლინის თქმით, მხოლოდ ორი რამ არის გარდაუვალი: სიკვდილი და გადასახადები.
სწორედ ამიტომ, გთავაზობთ მსოფლიოში არსებულ 10 ყველაზე უჩვეულო გადასახადს:
კულინარიული ზეთი (3000-300 ძვ. წ.)
ფარაონები არ ერიდებოდნენ თავიანთი მოქალაქეებისგან ფულის აღებას. სწორედ ამიტომ, ძველ ეგვიპტეში გადასახადი იყო დაწესებული კულინარიულ ზეთზე.
გადასახადების ამკრეფები დადიოდნენ კარდაკარ და ამოწმებდნენ, რომ მოქალაქეებს გადასახადის თავიდან ასაცილებლად ძველი ზეთი, ან იაფი ალტერნატივა არ გამოეყენებინათ.
იმის გამო, რომ ეგვიპტელებს ამ დროს არ ჰქონდათ ოფიციალური ვალუტა, გადასახადს მოსავლისა და ქონებისგან იღებდნენ.
შარდი (ახ. წ. I საუკუნე)
ძველ რომში ადამიანის შარდს დიდად აფასებდნენ - მასში შემავალი ამიაკი გამოიყენებოდა ტანისამოსის გასათეთრებლად.
ნერონმა გადასახადი დააკისრა მათ, ვინც თხევად მასას საჯარო შარდსადენებიდან “იპარავდა“. იმპერატორმა ვესპასიანემ წესი ხელახლა შემოიღო დაახლოებით 70 წელს.
მარტოხელობის გადასახადი (ახ. წ. მე-9 საუკუნე)
მარტოხელა ადამიანები იბეგრებოდნენ ათასწლეულების განმავლობაში.
თავდაპირველად სასჯელი მათზე, ვინც უცოლო იყო ან შვილი არ ჰყავდა რომის იმპერატორმა ავგუსტუსმა დააწესა. მაშინ ითვლებოდა, რომ მარტოხელა მამაკაცი არ ზრუნავდა ერის გამრავლებაზე და ამორალურად ცხოვრობდა.
ბრძოლის გამოტოვება (მე-12, მე-14 საუკუნე)
“მშიშართა გადასახადი" შუა საუკუნეების ინგლისის მეფემ ჰენრი I-მა დააწესა. რაინდები, რომლებიც უარს ამბობდნენ ომებში მონაწილეობაზე, გადასახადებით იბეგრებოდნენ.
წვერი (მე-16, მე-18 საუკუნე)
წვერის გადასახადი პირველად ინგლისის ტიუდორებმა გამოიგონეს.
გადასახადი სახის თმაზე მეფე ჰენრი VIII-მ 1535 წელს შემოიღო. მოგვიანებით ულვაშებზე ბაჟი მისმა უმცროსმა ქალიშვილმა ელიზაბეტ I-მა დააწესა.
მარილი (1350 წელი)
კიდევ ერთი გადასახადი, რამაც გამოიწვია უზარმაზარი ცვლილება, იყო საფრანგეთში დაწესებული "გაბელის" მარილის გადასახადი, რომელიც იმდენად არაპოპულარული იყო, რომ საფრანგეთში რევოლუციას დაუდო სათავე.
მიუხედავად იმისა, რომ წესი 1790 წელს გაუქმდა, ნაპოლეონმა ის აღადგინა. 1945 წელს კი ისევ გაუქმდა.
ბუხარი (1662 წელი)
ბუხარზე გადასახადი მეფე ჩარლზ II-მ 1662 წელს დააწესა.
მეფის მრჩევლებმა მაშინ ჩათვალეს, რომ რადგან მთავრობა მოსახლეობას ზუსტად ვერ ითვლიდა, უმჯობესი იქნებოდა დაეთვალათ ბუხრები და ამით ამოეღოთ ოჯახიდან გადასახადები.
მაგრამ ხალხი ბუხრებს აგურებით მალავდა და ამ მიზეზით წესი სამი ათეული წლის შემდეგ გაუქმდა.
სანთლები (1709 წელი)
დიდ ბრიტანეთში 1709 წლიდან 1831 წლამდე სანთლები იბეგრებოდა და სახლში სანთლების დამზადების უფლებას ლიცენზიის გარეშე არავის ჰქონდა.
საპონი (1711 წელი)
1711 წელს ბრიტანელმა პოლიტიკოსებმა გადაწყვიტეს საპნის გადასახადის დაწესება, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ფუფუნების საგნად ითვლებოდა. გადასახადი 1835 წელს გააუქმა პრემიერ-მინისტრმა უილიამ გლადსტონმა.
ქუდის გადასახადი (1784 წელი)
ბრიტანეთის მთავრობამ 1784 წელს დააწესა ქუდის გადასახადი პროგრესული საგადასახადო სისტემის მეშვეობით შემოსავლების მოსაზიდად. ვარაუდი იყო, რომ მდიდარი მოქალაქეები უფრო და უფრო ძვირიან ქუდებს ფლობდნენ, რაც მათ შესაფერის სამიზნედ აქცევდა.1811 წელს ესგ ადასახადი გააუქმეს.
წყარო: msn.com