1940-იანი წლების დასაწყისში ადოლფ ჰიტლერის ბრძანებით ბუნკერი - Flakturm IV ჰამბურგის მკვიდრთა დასაცავად შეიქმნა.
ნაცისტური სამხედრო ძლევამოსილების სიმბოლო, რეჟიმის დაცემის შემდეგ, თითქმის ურღვევი დარჩა.
ჰამბურგის ბუნკერი, 110 მილიონ დოლარიანი განახლების შემდეგ ხელახლა დაიბადა.
წარმოგიდგენთ შენობის ისტორიას:
1940 წელს ბერლინზე მოკავშირეთა საჰაერო თავდასხმის შემდეგ, ადოლფ ჰიტლერმა ბრძანა აეშენებინათ კოშკები/ბუნკერები. ბუნკერი ფიურერის მთავარი არქიტექტორის, ფრიდრიხ ტამსის მიერ შემუშავდა.
ბუნკერს ჰქონდა საკუთარი ელექტროენერგია და წყალი, ასევე სრულად მოქმედი 95-საწოლიანი საავადმყოფო. შენობა შეიარაღებული იყო სახურავზე დამონტაჟებული ოთხი საზენიტო იარაღით.
Flakturm IV დღემდე არის ერთ-ერთი უდიდესი ბუნკერი, რომელიც ოდესმე აშენებულა. მასში 18,000 ადამიანის განთავსება იყო შესაძლებელი, ხოლო 1943 წელს, შენობაში 25,000-მდე ჰამბურგელო იმყოფებოდა.
ომის შემდეგ, Flakturm IV გადაურჩა განადგურებას, რადგან მას უსახლკაროთა თავშესაფრად იყენებდნენ. საბოლოოდ მიღებული იქნა გადაწყვეტილება მისი ხელუხლებლად დატოვების შესახებ.
1946 წელს შენობა გადაკეთა Axel Springer-ის გამომცემლობად.
იყო პერიოდი, როდესაც შენობა ქალთა თავშესაფრად იყო გადაკეთებული. ასევე გამოიყენებოდა, როგორც ჩაის და სანელებლების საწყობად.
შენობა მალე იქცა „კრეატიულ ბუნკერად“.
1956 წელს, ცნობილმა ფოტოგრაფმა F C Gundlach-მა მასში სტუდია დააფუძნა. 1975 წლისთვის შენობაში მუშაობდა 15 ფირმა, ძირითადად ფოტო და სარეკლამო სააგენტო. 1986 წლისთვის მასში დარეგისტრირებული იყო 25 კომპანია.
1990-იან წლებში ბუნკერი გადაკეთდა თანამედროვე მედია და კულტურულ ცენტრად. 1999 წელს გაიხსნა ღამის კლუბი და 2006 წლამდე გასართობ ცენტრად მიიჩნეოდა.
2014 წელს ბუნკერი “მაღალი ხარისხის მუსიკის თავშესაფრად“ იქცა. მაშინ შენობაში Resonanzraum გაიხსნა - ეს არის მსოფლიოში პირველი კამერული საკონცერტო კლუბი, კლასიკური ანსამბლი Resonanz-ის სახლი. ადგილი დღემდე მასპინძლობს მრავალფეროვან მუსიკალურ ღონისძიებებს, მათ შორის კლასიკურ და ჯაზ კონცერტებს, ექსპერიმენტულ პროექტებს და ელექტრონულ არტისტებს.
ბუნკერის განახლებისთვის 33 მლნ დოლარი დაიხარჯა. გადაწყდა მისი გამწვანება. ლანდშაფტის დიზაინერებთან მარკ კრიგერთან და ინგრიდ გოკთან თანამშრომლობით, ამისთვის რამდენიმე კომპანია დაიქირავეს.
2022 წელს შენობა მეგა სასტუმროდ გადაკეთდა, სადაც რესტორნები, არტ-კუთხეები, კლუბები და თოთქმის ყველა ის ზონაა თავმოყრილი, რაც ქალაქს სჭირდება.
განსაკუთრებით საინტერესოა სახურავის ბაღი. იქ თითქმის ყველა სახის მცენარეა თავმოყრილი. ბაღში შესვლა უფასოა და ღიაა დილის 9 საათიდან საღამოს 9 საათამდე.
4-ვარსკვლავიან სასტუმროს აქვს 134 ნომერი და ლუქსი. ეკოლოგიურად სუფთა სასტუმრო/ბუნკერის კომპლექსი არის სერთიფიცირებული GreenSign ბიზნესი.
წყარო: .msn.com