Apple, Amazon, Meta – კიდევ სად არის ინვესტირებული საქართველოს მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგები

2024 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობა 5.8 მილიარდ ლარი შეადგინა. საპენსიო სააგენტოს ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ჯამურმა დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.34 მილიარდ ლარს მიაღწია.

„აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ოქტომბერში 1 წელზე მეტი გავიდა 3 პორტფელის გაშვებიდან. ამ პერიოდში აკუმულირებული ამონაგებით, როგორც ნომინალურ ისე რეალურ რიცხვებში დინამიკური პორტფელი ლიდერობს.

2023 წლის 6 აგვისტოდან 2024 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით, დინამიკური პორტფელის რეალურმა ამონაგებმა 15.6% შეადგინა, იმავე პერიოდში დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების რეალური ამონაგები შესაბამისად 14.5% და 12.7% იყო”, - აღნიშნულია საპენსიო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგების ნაწილი ისეთი მაღალტექნოლოგიური კომპანიების აქციებშია განთავსებული, როგორებიცაა Apple, Nvidia, Microsoft, Meta და ა.შ.

წილის მიხედვით საპენსიო სააგენტოს აქციების პორტფელში შემავალი 10 ყველაზე მსხვილი კომპანია ასე გამოყურება:

  • Apple - პორტფელის წილი 3.2%;
  • Nvidia – პორტფელის წილი 3%;
  • Microsoft – პორტფელის წილი 2.8%;
  • Amazon – პორტფელის წილი 1.6%;
  • Meta - პორტფელის წილი 1.1%;
  • TSMC – პორტფელის წილი 1.1%;
  • Aplhabet – პორტფელის წილი 0.9%;
  • NU Holdings – პორტფელის წილი 0.9%;
  • Berkshire – პორტფელის წილი 0.8%;
  • Broadcom – პორტფელის წილი 0.7%.
მერი ტაბატაძე