საქართველოდან მეორეული საბურავების ექსპორტი გაიზარდა. შარშან იანვარ-სექტემბერში ექსპორტირებულია 95.3 ათასი დოლარის ღირებულების მეორეული ან შეკეთებული საბურავები. წელს იმავე პერიოდში კი რეექსპორტზე გავიდა 160.6 ათასი დოლარის ღირებულების საბურავები.
მეორეული საბურავების ექსპორტი ძირითადად ყირგიზეთსა და სომხეთში ხორციელდება. საქსტატის მონაცემებით, წელს ყირგიზეთში 128 300 დოლარის საბურავები გავიდა, ხოლო სომხეთში 31 470 დოლარის ღირებულების.
რაც შეეხება იმპორტს, საანგარიშო პერიოდში შემცირებულია. შარშან 9 თვეში თუ 15.3 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების მეორეული საბურავების იმპორტი განხორციელდა, წელს საიმპორტო მაჩვენებლები 13.3 მილიონ დოლარამდეა შემცირებული.
შეგახსენებთ, მეორეული საბურავებისა და ლითონების განთავსება-რეალიზაცია 2026 წლის 1-ელი იანვრიდან აიკრძალება. ცვლილება ძალაში 2025-წლის 1-ელ იანვარს უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ გადავადდა. სად აიკრძალება განთავსება-რეალიზაცია დეტალურად იხილეთ აქ.