საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოში რეგისტრირებულია 1 759 743 ავტომობილი, საიდანაც უდიდესი ნაწილი, 716 ათასზე მეტი, დედაქალაქში ფიქსირდება.
ამავე სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში ავტომობილების რამდენიმე მოდელი თითო ერთეული ფიქსირდება. ზოგიერთი მოდელის ღირებულება საკმაოდ მაღალია და რიგ შემთხვევაში 100 ათას დოლარს აჭარბებს.
მაგალითისთვის, საქართველოში რეგისტრირებულია ერთი ერთეული Range Rover SVAutobiography. როგორც „ბიზნესპრესნიუსმა“ გადაამოწმა, მისი ღირებულება 170 900 დოლარიდან იწყება.
Porsche Cayenne Turbo E-Hybrid იმ ავტომობილების რიგებშია, რომელიც ქვეყანაში ერთი ერთეულია და ღირებულებაც საკმაოდ მაღალია. ამ მოდელის ფასი 157 ათასი დოლარიდან იწყება.
კიდევ ერთი მსუბუქი ავტომობილი Porsche Macan EV Turbo-ა. ისიც ერთი ცალია რეგისტრირებული ქვეყნის მასშტაბით. ამ ავტომობილის საბაზრო ღირებულება 105 300 დოლარიდან იწყება.