„გალთ ენდ თაგარტის“ განახლებული პროგნოზის თანახმად, საქართველოს ეკონომიკა წელს 9%-ით, ხოლო 2025 წელს 6%-ით გაიზრდება.
„საქსტატის დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა 7.8%-ით გაიზარდა 2023 წელს, რაც 0.3პპ-ით აღემატება წინა შეფასებას.
ამასთან, საქსტატმა ზრდის მიმართულებით დააკორექტირა 1Q24 და 2Q24-ის რეალური მშპ-ის ზრდის ტემპები, შესაბამისად, 0.3პპ და 0.1პპ-ით 8.7% და 9.7%- მდე. შედეგად, 2024 წლის პირველ ნახევარში რეალური მშპ-ის ზრდის ტემპმა 9.2% შეადგინა.
შესაბამისად, საქსტატის 3Q24-ის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების გათვალისწინებით (+11.1% წ/წ), საქართველოს ეკონომიკა წლიურად 9.9%-ით გაიზარდა 2024 წლის იანვარ-სექტემბერში.
ჩვენი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 9%-ით გაიზრდება 2024 წელს, ხოლო 6.0%-ით 2025 წელს“, - აღნიშნულია „გალთ ენდ თაგარტის“ პროგნოზში.