ბიუჯეტიდან შტატგარეშე თანამშრომლებზე გაცემული ხელფასების მოცულობა 10-წლიან მაქსიმუმზეა

სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიმდინარე წლის 9 თვეში შტატგარეშე კადრების ანაზღაურებაზე 408 110 800 ლარი დაიხარჯა. ამის შესახებ აღნიშნულია 2024 წლის სამი კვარტლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან.

9 თვის ჭრილში დაანგარიშების შემთხვევაში მონაცემები აჩვენებს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში შტატგარეშეების ანაზღაურებაზე დახარჯული თანხები ყოველწლიურად იზრდებოდა და წელს 10-წლიან მაქსიმუმს მიაღწია.

მაგალითისთვის, ამავე მონაცემების თანახმად, მხოლოდ ბოლო 5 წელიწადში სახელმწიფო ბიუჯეტიდან შტატგარეშე კადრებისთვის გადახდილი თანხები 205.8 მილიონ ლარზე მეტით, ხოლო 10 წელში 324 მილიონზე მეტით გაიზარდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ბოლო 10 წლის განმავლობაში (9 თვის ჭრილში) შტატგარეშეების ანაზღაურებაზე დახარჯული საბიუჯეტო თანხების გადანაწილებას:

shtat-1732021144.jpg

ამასთან, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, წელს 9 თვის განმავლობაში შტატიანი თანამშრომლებზე გაცემულმა თანხამ 1.88 მლრდ ლარი შეადგინა.

მერი ტაბატაძე