ძვირფასი ლითონების ექსპორტი 282%-ით გაიზარდა - რომელი ქართული პროდუქტი გავიდა უცხოეთში ყველაზე დიდი რაოდენობით

2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 5.468 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 7.4 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე - ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. ამასთან, საქსტატის ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 43.3 პროცენტს შეადგენს .აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 1.3 პროცენტით გაიზარდა და 2.370 მლრდ დოლარს გაუტოლდა.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 73.6 პროცენტი შეადგინა.

ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (466.2 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (368.2 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (231.6 მლნ. აშშ დოლარი):

export

2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ფეროშენადნობები არის წარმოდგენილი 310.2 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 13.1 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 236.1 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10.0 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები, 198.1 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.4 პროცენტი).

adgilobrivi