ყირგიზეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი – როგორია 10 უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი

2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან 5.47 მილიარდი დოლარის ღირებულების ექსპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.4%-იან ზრდაზე მიუთითებს.

საქსტატის მიხედვით, ექსპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი საანგარიშო პერიოდში ყირგიზეთი იყო, სადაც 1.45 მილიარდი დოლარის პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ყირგიზეთში ექსპორტი 85.9%-ით გაიზარდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ იანვარ-ოქტომბერში ყირგიზეთის შემდეგ ექსპორტი ყველაზე მეტად ამერიკაში გაიზარდა და ზრდამ 77.3% შეადგინა. აშშ უმსხვილესი საექსპორტო ბაზრებს შორის მერვე ადგილზეა.

10 უმსხვილესი სავაჭრო საექსპორტო ქვეყანა და წლიური პროცენტული ზრდა იანვარ-ოქტომბერში ასე გამოიყურებოდა:

  • ყირგიზეთი - 1.047 მილიარდი დოლარი (85.9%);
  • ყაზახეთი - 714 მილიონი დოლარი (23.2%);
  • აზერბაიჯანი - 611 მილიონი დოლარი (-14.4%);
  • რუსეთი - 580 მილიონი დოლარი (3.8%);
  • სომხეთი - 511 მილიონი დოლარი (-22.2%);
  • თურქეთი - 417 მილიონი დოლარი (18.7%);
  • ჩინეთი - 257 მილიონი დოლარი (-6.4%);
  • აშშ - 132 მილიონი დოლარი (77.3);
  • უზბეკეთი - 112 მილიონი დოლარი (23.3%);
  • ბულგარეთი - 93.4 მილიონი დოლარი (-58.8%).

იხილეთ ასევე: იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან 5.4 მლრდ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, იმპორტმა კი 13.5 მლრდ დოლარი შეადგინა - „საქსტატი“

მერი ტაბატაძე