საქართველოში ჩინური ავტომობილების იმპორტი გაიზარდა. წელს ათ თვეში აღნიშნული ბაზრიდან შემოყვანილია 2 215 ერთეული მსუბუქი ავტომობილი, რომლის ღირებულებამაც 32.6 მილიონ დოლარს მიაღწია.
ეს კი მაშინ, როცა 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში ჩინეთიდან იმპორტირებულია 17.56 მილიონი დოლარის ავტომობილი. ამ შემთხვევაში ჯამური რაოდენობა 1 386 იყო.
2023 წლის იანვარ-ოქტომბერში ჩინეთიდან ერთი მსუბუქი ავტომობილის იმპორტი საშუალოდ გადასახადების გარეშე 12 672 დოლარი ჯდებოდა, წელს იმავე პერიოდში კი ფასმა 14 716 დოლარი შეადგინა.
თვეების მიხედვით მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ წელს ყველაზე ძვირი ჩინეთიდან ავტომობილების იმპორტი მაისში დაჯდა და საშუალო ფასი 26 ათას დოლარს აჭარბებდა, ყველაზე იაფი კი იყო სექტემბერში იყო, რა დროსაც საშუალო ფასი 11 008 დოლარს გაუტოლდა.