მაღალმთიანი მუნიციპალიტეტის პროგრამის ბიუჯეტი 14 209 997 ლარიდან 16 მილიონ ლარამდე იზრდება.
მთავრობის განკარგულების თანახმად, დაფინანსება ორ მაღალმთიან მუნიციპალიტეტს, დმანისსა და ახმეტას ეზრდება. კერძოდ, ახმეტის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილია 2 059 403 ლარი, ხოლო დმანისისთვის 316 425 ლარი.
რაც შეეხება დმანისის მუნიციპალიტეტს, სოფელ მამიშლოში ხელოვნურსაფარიანი სტადიონისა და სკვერის მოწყობაა დაგეგმილი, რისთვისაც გამოყოფილია 316 425 ლარი.