დონალდ ტრამპის კომპანიას კრიპტოვალუტის სავაჭრო პლატფორმის შეძენა სურს

დონალდ ტრამპის სოციალური ქსელი (TMTG) კრიპტოვალუტის სავაჭრო პლატფორმა Bakkt-ის შესაძენად მოლაპარაკებებს მართავს. TMTG-ის მიზანი ონლაინ-საკომუნიკაციო სფეროდან გაფართოებაა.

ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.

აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის, ტრამპის კომპანია, რომელშიც მან 53%-იანი წილის შენარჩუნების პირობა დადო, Bakkt-ის ყველა აქციის შესყიდვას ცდილობს.

Bakkt-ის საბაზრო ღირებულება 150 მლნ დოლარზე ოდნავ მეტია.

TMTG, რომელიც Truth Social-ს მართავს, ტრამპის გამარჯვების შემდეგ აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მოვაჭრე აქცია გახდა. საცალო ინვესტორები ცდილობენ, მის ხშირ არასტაბილურ სავაჭრო ნაბიჯებზე მოგება ნახონ.

იმის მიუხედავად, რომ TMTG-მა წელს მხოლოდ 2.6 მლნ დოლარის მოგება მიიღო, მისი კაპიტალი 6 მლრდ დოლარად ფასდება, რაც მის მენეჯმენტს სხვა კომპანიების შეძენის საშუალებას აძლევს.

მოლაპარაკებებზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ Bakkt-ის აქციები 162%-ით, ხოლო TMTG-ის აქციები, დაახლოებით, 16,7%-ით გაიზარდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ