Jaguar-ი თავის საკულტო ლოგოს ცვლის.
ბრენდმა ახალი ლოგო ოფიციალურ გვერდზე უკვე გამოქვეყნდა და აღნიშნა, რომ “ Jaguar -სთვის ახალი ერა“ იწყება.
ძვირადღირებულმა ავტომწარმოებელმა ახალ ლოგოზე დიდი ასოებით გამოსახა ბრენდის დასახელება და ის “მოდერნიზმის მძლავრ დღესასწაულად“ აღწერა.
Jaguar-ი ცდილობს ბაზარზე გაიმყაროს პოზიცია, როგორც ელექტრო მანქანების მწარმოებელმა. რებრენდინგის კვალდაკვალ, პირველი ელექტრომობილის წარმოება 2026 წელს იგეგმება.
გარდა მთავარი ლოგოსი, Jaguar-მა ცვლილება მოძრავ კატისებრ ცხოველშიც შეიტანა. განახლებული მარკა, სახელწოდებით "Leaper" გამოიყურება ასე:
წარადგინა განახლებული მონოგრამაც, რომელიც მოიცავს "J" და "R" ასოებს.
როგორი გამოიყურება განახლებული ლოგოები უშუალოდ ავტომობილებზე, 2 დეკემბერს მაიამის ხელოვნების კვირეულის ღონისძიებაზე იქნება წარმოდგენილი.
წყარო: cnn.com