„საქართველოში უძრავი ქონების სექტორში 10,5% არის უკუგება და ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი არის, რომ ჩამოვყვეთ მაგალითად ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა საფრანგეთი, გერმანია, აღმოსავლეთ ევროპის ნაწილი“, - ამის შესახებ „ნოუბლ რიალ ისთეითის“ თანადამფუძნებელმა ვაჟა მებაღიშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ განაცხადა.
მისი თქმით, უძრავი ქონების სექტორში ფასები თბილისზე გაცილებით მაღალია ერევანში, რასაც ბაზარზე ნაკლები მიწოდება განაპირობებს. თუმცა, საქართველოში უკუგების მაჩვენებელი სომხეთზე მეტია.
„ჩვენ გვქონდა წარმოდგენა, რომ ამ რეგიონში საქართველოში და თბილისში ყველაზე ძვირი იყო უძრავი ქონება. არადა, ეს ასე არ არის. სომხეთში უძრავი ქონება, შეიძლება ითქვას, ბევრად უფრო ძვირია იჯარების და გაყიდვების მიმართულებით. ამას განაპირობებს ის, რომ იქ ასეთი ბუმი არ არის და არ არის განვითარებული ეს სექტორი ისე, როგორიც ჩვენთან. აქვე უნდა დავაკვირდეთ იმას, რომ უძრავი ქონების მაგალითად გაქირავებაზე ბევრი ოჯახი არის დამოკიდებული და არის ეს მათთვის შემოსავალი.
საქართველოში უძრავი ქონების სექტორში 10,5% არის უკუგება და ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი არის, რომ ჩამოვყვეთ მაგალითად ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა საფრანგეთი, გერმანია, აღმოსავლეთ ევროპის ნაწილი. მეორე ადგილზეა ტაშკენტი 10.3%-ით და მესამეზე ასტანა 9.4%-ით, ერევანში ეს მაჩვენებელი არის 7.3%. თუმცა, ერევანში უძრავი ქონების ფასები არის თბილისზე მაღალი.
ჩვენთან არის ფასების ზრდის ტენდენცია. ამას ალბათ, განაპირობებს ის, რომ საინტერესო ვართ როგორც ქვეყანა. ჩვენთან ჩამოდიან უცხოელები, ქირაობენ საცხოვრებელ სახლებს და ვნახეთ, რომ შემოვიდნენ ასევე კომპანიები და ბევრი საოფისე ფართი გაქირავდა. ბოლო პერიოდში ცოტა გამოთავისუფლდა ადგილები საოფისე შენობებში, თუმცა მანამდე, ფაქტობრივად, სრულად იყო ათვისებული“, - აღნიშნა ვაჟა მებაღიშვილმა.