აშშ უკრაინას 275 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.
განცხადების თანახმად, სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს: საბრძოლო მასალას HIMARS სისტემებისთვის, 155 მმ 105 მმ საარტილერიო ჭურვებს, საბრძოლო მასალას ნაღმმტყორცნებისთვის, დრონებს, ტანკსაწინააღმდეგო TOW რაკეტებს, Javelin და AT-4 სისტემებს, ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას, ასაფეთქებელ აღჭურვილობასა და საბრძოლო მასალას, და ა.შ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამხედრო დახმარების ეს პაკეტი უკრაინას Presidential Drawdown Authority-ის (PDA) ფარგლებში გადაეცემა, რაც იმას ნიშნავს, რომ სიაში ჩამოთვლილი საბრძოლო აღჭურვილობა კიევს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მარაგებიდან გადაეცემა.