2023 წელს ბაზრიდან 29 435 საწარმო გავიდა - როგორია სტატისტიკა საქმიანობების მიხედვით

საქსტატის 2023 წლის მონაცემებით, წლის განმავლობაში ბაზრიდან სულ 29 435 საწარმო გავიდა.

მათ შორის, ყველაზე მეტმა 12 069 საწარმომ საქმიანობა შეწყვიტა საბითუმო და საცალო ვაჭრობისა და ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის მიმართულებით.

უფრო კონკრეტულად კი, 2023 წელს საწარმოთა გარდაცვალების სტატისტიკა, საქმიანობის სახეების მიხედვით, ასეთია:

  • საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი - 12 069 საწარმო
  • დამამუშავებელი მრეწველობა - 2625 საწარმო
  • მშენებლობა - 2567 საწარმო
  • ტრანსპორტირება და დასაწყობება - 2469 საწარმო
  • განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები - 2125 საწარმო
  • საქმიანობა უცნობია - 1619 საწარმო
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 1056 საწარმო
  • ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - 919 საწარმო
  • სხვა სახის მომსახურება - 907 საწარმო
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია - 647 საწარმო
  • უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - 576 საწარმო
  • სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - 471 საწარმო
  • განათლება - 407 საწარმო
  • ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები - 286 საწარმო
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 278 საწარმო
  • ხელოვნება, გართობა და დასვენება - 234 საწარმო
  • სამთომომპოვებელი მრეწველობა და კარიერების დამუშავება - 129 საწარმო
  • წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები - 28 საწარმო
  • ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - 23 საწარმო

ნათია ზარიძე