საჰაერო თავდასხმის საფრთხის გამო აშშ-მა კიევში საელჩო ერთი დღით დახურა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია კიევში აშშ-ის საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს.
„კიევში აშშ-ის საელჩომ 20 ნოემბერს პოტენციური სერიოზული საჰაერო თავდასხმის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია მიიღო. საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, საელჩო დაიხურება და თანამშრომლებს თავშესაფრებში დარჩენის შესახებ შეატყობინეს“, - აღნიშნულია უკრაინაში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
უკრაინაში აშშ-ის საელჩო თავის მოქალაქეებს ურჩევს, რომ „მზად იყვნენ, რათა სასწრაფოდ თავშესაფრებში ჩავიდნენ, იმ შემთხვევაში, თუ საჰაერო განგაში გამოცხადდება“.