ვის ეკუთვნის კომპანიები, რომლებსაც ქართული მანდარინი რუსეთში გააქვთ

ქართული მანდარინის ექსპორტი 370%-ით გაიზარდა. გასული 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტზე გავიდა 2 011 ტონა მანდარინი (1.134 მილიონი დოლარის ღირებულების), ხოლო მიმდინარე წელს იმავე პერიოდში 9 454 ტონა (5.396 მილიონი დოლარის).

აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული მანდარინის უდიდესი ნაწილი - 85.4% - ექსპორტზე რუსეთში გადის. წელს მაგალითად აღნიშნული საექსპორტო ქვეყანაში გატანილია 8 074 ტონა მანდარინი, რომლის ჯამურმა ღირებულებამაც 4.85 მილიონი დოლარი შეადგინა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, იმ კომპანიებით, რომლებსაც ქართული მანდარინი ყველაზე დიდი რაოდენობით გააქვთ რუსეთში. საქსტატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთში მანდარინის ექსპორტს ყველაზე მეტი რაოდენობით შემდეგი 5 კომპანია ახორციელებს: შპს „მარი გიო“, შპს „მუღანლო 222“, შპს „პაკო 2017“, შპს „ფრეშბერი ექსპორტ“ და შპს „ხილის ექსპორტი 2023“.

კომპანიები, რომლებსაც ქართული მანდარინი რუსეთში გააქვთ:

  • მარი გიო“ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2021 წელს. კომპანიის წილებს გიორგი კაკაურიძე განკარგავს.
  • მუღანლო 222“-ის მთლიანი წილების მესაკუთრე ნიგაიატ ალიევია. კომპანია რეესტრში 2022 წელს დარეგისტრირდა.
  • პაკო 2017“ 2017 წელს დარეგისტრირდა. 100%-იანი წილების მფლობელი, რეესტრის მონაცემების მიხედვით, პავლე გუდაშვილია.
  • 2020 წელს დარეგისტრირებული „ფრეშბერი ექსპორტ“-ის წილებს სრულად ილია ბენდელიანი ფლობს.
  • კომპანია „ხილის ექსპორტი 2023“ გასულ წელს დარეგისტრირდა. წილების 100%-ს სრულად ბექა ძიძიგური ფლობს.

მერი ტაბატაძე