ლომთაძის Kaspi.kz აქციაზე 1.7 დოლარის დივიდენდს გადაიხდის

ყაზახური ფინტექ-კომპანია Kaspi.kz, რომლის მმართველი და თანადამფუძნებელი ქართველი ბიზნესმენი, მიხეილ ლომთაძეა, 2024 წლის მესამე კვარტალში დივიდენდის სახით ერთ ჩვეულებრივ აქციაზე 850 ტენგეს (1.7 დოლარს) გადაიხდის.

ამ გადაწყვეტილების შესახებ კომპანიამ აქციონერების შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა, რასაც Reuters ავრცელებს.

მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში Kaspi-ის სუფთა მოგება 23%-ით გაიზარდა და 740.4 მლრდ ტენგე (1.5 მლრდ დოლარი) შეადგინა.

ცნობისთვის: იანვარში Kaspi.kz-მა, რომელიც ყაზახეთში სიდიდით მესამე საცალო ბანკ Kaspi Bank-ს მოიცავს, Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე IPO-ს ფარგლებში 1.04 მლრდ დოლარის ფასიანი ქაღალდები განათავსა. 1-ლი ოქტომბრის მდგომარეობით, Kaspi.kz-ის აქციონერების წილები შემდეგნაირად არის გადანაწილებული: მიხეილ ლომთაძე - ჩვეულებრივი აქციების 22,60%, ვიაჩესლავ კიმი - 21,40% და Baring Funds - 24,97%. ამჟამად Kaspi-ს, დაახლოებით, 14 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ჩართული მობილური აპლიკაციაა. კერძოდ, 100 ყოველთვიური მომხმარებლიდან 65-ზე მეტი აპლიკაციაში ყოველდღიურად შედის. კომპანიის გუნდი 9,000-ზე მეტ ადამიანს მოიცავს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ